ოთხშაბათი, 2024-04-24, 10:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ვისაც პოეზია უყვარს

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » პოეზია » ყველაზე, ყველაზე, ყველაზე (ყველაზე ლამაზი ლექსები)
ყველაზე, ყველაზე, ყველაზე
beso88თარიღი: კვირა, 2010-04-11, 5:04 PM | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 8
რეპუტაცია: 10000
სტატუსი: Offline
დადეთ ლექსები რომლებიც მოგწონთ საუკეთესოები აიტვირთება საიტის მთავარ გვერდზე
 
tulkunaთარიღი: სამშაბათი, 2010-04-13, 12:07 PM | შეტყობინება # 2
ლეიტენანტი
ჯგუფი: მეგობრები
შეტყობინებები: 3
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
rodesacdardi dagimartovebs Znelia TiTqos,
Znelia, roca gayinulxelebs aravin giTbobs
Znelia roca marto miabijeb gzaSi da qarSi
rodesac marto iyurebi ocnebios zRvaSi
rodesac nacnobi xelebis nacvlad qari gefereba
guli veRar itans amden lodins da guli giberdeba
Znelialodini umizezolodini Znelia TiTqos
Sen unda elodoSenzeki Turmearavin fiqrobs!
 
beso88თარიღი: პარასკევი, 2010-04-16, 10:55 PM | შეტყობინება # 3
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 8
რეპუტაცია: 10000
სტატუსი: Offline
zalian kargi leqsia . momewona tulkunaa ..
 
tulkunaთარიღი: შაბათი, 2010-05-29, 0:27 AM | შეტყობინება # 4
ლეიტენანტი
ჯგუფი: მეგობრები
შეტყობინებები: 3
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გზაზე სიყვარულს ხვდება ეკლები,
ხვდება ღიმილი, ხვდება ვარდები,
ხვდება ვედრებით ლოცვივის მტრედები
თეთრი ღრუბლები თეთრი დარდები.
მთისკენ მიჰყვება ფერდობს ხევიანს
ხვდება ხანდახან სევდის ბორცვები
ნამდვილ სიყვარულს სევდაც სჩვევია
სევდა ნათელი– სავსე ოცნებით.
ახლა სიზმარშიც აღარ მშორდები
თურმე სიყვარულს ასეც სცოდნია
გულში მემსხვრევა დარდის ლოდები
სულში ღრუბლები მიდი–მოდიან.
ღამე მიყუჩებს გულის იარებს
ფიქრი მეხვევა ლამაზ ნისლებად
ჩემი ოცნების თბილი მდინარე
შენი თვალების შუქით ივსება.

დამატებულია (2010-04-24, 1:10 Am)
---------------------------------------------
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას ,
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას,
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას,
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას,
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან,
მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან,
და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი
ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი deal hands

დამატებულია (2010-05-28, 11:34 PM)
---------------------------------------------
წვიმასთან ერთად იბადება შენზე ფიქრები
მზისა სხივებზე თამაშობენ მოგონებები
თოვლის ფიფქივით ეშვებიან დაბლა გრძნობები
და ნიავს მოაქვს შორს წასული შენი სიტყვები

შენ დამაფიქრე, შენ მომეცი მე ძალა დიდი
რადგან მესწავლა და მეარა სწორი ნაბიჯით
მინდა მადლობა მოგიხადო ძალიან დიდი
და დავიტოვო იმედები შენი მოსვლის.

დამატებულია (2010-05-28, 11:36 PM)
---------------------------------------------
მომენატრე...წუხელ სიზმრად დამესიზმრე.
შემომხედე, გამიღიმე თბილად.
მერე ჩემთან ითამაშე ის ბავშობის თამაშები
ჩვენ რომ მაშინ ვთამაშობდით ხშირად.

შემდეგ წვიმდა, გავიქეცით,
შევაფარეთ თავი ღამის წყვდიადს.
ნაწვიმარი დილის სუნი გამახსენე
რომ ვხვდებოდით მზის ამოსვლას დაიდს.

ცეცხლ მოდებულ ყაყაჩოებს ჩავურბინეთ,
გვირილებიც გვიღიმოდნენ თბილად.
პეპლებს ვდიეთ, დავიღალეთ, ჩამიმუხლეთ,
მწვანე მდელო ჩვენ დავიდეთ ბინად.

ზღვის ნაპირზეც მარბენინე ფეხშიშველა,
მდინარეშიც დავისველეთ ფეხი.
ცას გავხედეთ, ღრუბლებს მიღმა გვიღიმოდა
საქართველოს ლაჟვარდის ცის ფერი.

გამeღვიძა, დილა თავზე დამდგომია,
თითქოს მზის სხივს შეეცვალა ფერი.
დამენანა რომ სიზმარში დაგტოვე და
რომ იყავი შენ ბავშობა ჩემი.

დამატებულია (2010-05-28, 11:37 PM)
---------------------------------------------
ცხოვრება დიდი სიხარული,
მაგრამ უფრო დიდი დარდია
სილაღით აღსავსე საათები
წამით მოირბენენ და გარბიან.
იმედს ნურასოდეს ნუ დაკარგავ
სანთელ-საკმეველი აქვეა!
თუმცა ძნელი არის საპოვნელად
სადღაც ახლო-მახლო მარხია
სიმართლის მახვილი ალესილი
გზებს რომ გაგიკაფავს ხლართიანს!
გვირაბის ბოლოს ხომ სინათლეა,
ზღაპარში კი არა, ცხადშიაც...
ის ერთი სანთელიც იმ ტაძარში
შენი სიკეთისთვის ანთია.
ღმერთი დაგლოცავს და არ გაგწირავს
კალთას დაგაფარებს მადლიანს...

დამატებულია (2010-05-28, 11:38 PM)
---------------------------------------------
შეგეწიოს მამა ღმერთი, ანგელოზი ფრთოსანი,

ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი ჯვარი პატიოსანი,

ბარაკონი,ნიკორწმინდა, გელათი და უბისა,

იყალთო და ალავერდი წმინდა კვართი უფლისა,

ყინწვისი და ანანური,მცხეთის სვეტიცხოველი,

ჩვენს მიწაზე არსებული სამლოცველო ყოველი.

დამატებულია (2010-05-28, 11:39 PM)
---------------------------------------------
დასანანია ახლოს რომ არ ხარ,
ძლიერ მადარდებს მე ეს სიშორე,
მე მოვაშორებ ამ სივრცეს ფარდას
და შენთან მოვალ მინდა იცოდე...

მოვალ და ჩუმად დავდგები კართან
ალბატ ამიტანს მაშინ სიმორცხვე,
თუ კარს გამიგებ ჩურჩულით გეტყვი:
მხოლოდ შენახარ ჩემი სიცოცხლე

დამატებულია (2010-05-28, 11:43 PM)
---------------------------------------------
Me monatrebis sadgerzelo minda davlio,
dametanxmeba monatrebis vinc icis fasi,
vinc shexvedria monatrebis cremlit alions,
da am cremlebit avsebuli sheusvams tasi

me monatrebis sadgerzelo minda davlio,
da mati visac monatrebit qveknad uvluvlia,
chemi sicocxle sikvarulshi minda gavlio,
rametu tavad monatrebac SIKVARULIA

დამატებულია (2010-05-28, 11:44 PM)
---------------------------------------------
______________________█████_____█████
_____________________██_____██_██_____██
___________________██__________________██
________________ ___█____________________█
________██████_____█____________________█
_____███████████____█__________________█
____█████████████____█______ __________█
___███████████████____█______________█
___████████████████____█____________█
___████████████████_____█__________█
____██████ █████████_____██________█
_______███████████_____██_█______█
___________███████____████_█____█
____██████__██████████████__█__█
__██████ ████████████████_____██
_████████████████████________█
██_█████_████████████
█__█_██__████████████
_____█__████████████
_______████████ █████
_______██████████████
_______███████████████
________███████████████
_______███████__████████
______███████_____███████
_███████ ████________██████
_█████████___________█████
_████_________________█████

დამატებულია (2010-05-28, 11:48 PM)
---------------------------------------------
▒)(▒)_______███☼███____(▒)(▒)
(▒)(█)(▒)__ ███_☼██████
_(▒)(▒)___██____████████
_________██____███▒▒▄▒▒
__________██____█▒▒▒▒▒▒
___________██____ █▒▒▒♥___(▒)(▒)
____________██_____▒▒____(▒)(█)(▒)
__________ __██____▒▒______(▒)(▒)
_____________██__▓▓▒▓_______█
________██__██ ▓▓▓▒▒▒▓____█
_(▒)(▒)___███_ ▓▓_▓▓▓▓▓___█
(▒)(█)(▒)______▓▓__▓▓▓▓▓___█
_(▒)(▒)_____ _▓▓__▓▓▓▓▓___█___█
___________ ▓▓___▓▓▓▓_▓___█_█
__________ ▓▓___▓▓▓▓__▓▓__█
_________ ▓▓___███☼█__▓▓__█
___♥▒▒♥▒♥▒♥▒♥▒♥▒♥▒♥ __▓▓_█
___ ♥▒♥▒▒♥▒♥▒♥▒♥▒▒♥▒♥__▒▒▒
____ ♥▒♥▒▒♥▒♥▒♥▒▒♥▒▒♥▒____█
______ ♥▒▒♥▒♥▒♥▒♥▒♥▒▒♥▒♥__█
________ ♥▒▒♥▒▒♥▒♥▒▒♥▒▒♥▒♥
___________♥▒♥▒▒♥▒▒♥▒▒♥▒▒♥▒
_______________▓▓_▓▓
_(▒)(▒)_________▓▓_▓▓
(▒)(█)(▒)_______▓▓_▓▓
_(▒)(▒)_________▓▓_▓▓
_ ______________▓▓_▓▓
_______________▓▓▓▓
_______________▓▓▓
______█████████
________██____██
______█☼█____██
______█_______██
________ ______█☼█
______________██__█▄▄

დამატებულია (2010-05-28, 11:55 PM)
---------------------------------------------
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,
ორნივ მართალნი არიან ცამდე,
ვძულვარ, ვინც ახლო მოვუშვი გულთან,
მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე.
ვუყვარვარ, ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს

დამატებულია (2010-05-28, 11:57 PM)
---------------------------------------------
რა ლამაზი ხარ,ალბათ ყველა ლამაზს გეძახის,

ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო,

რა თვალები გაქვს ალბათ ყველას აჯადოვებენ,

მეც შემომხედე... თუმცა უკვე მომაჯადოვეს.

რა ტუჩები გაქვს, მაგრამ ყველას როდი აკოცებ,

რაც გინდა მთხოვე, მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე,

რა ჭკვიანი ხარ,სიყვარულში არვის უტყდები,

რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები.

მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერ გეუბნები,

ჩემი რომ იყო, გულში მაგრად ჩაგიხუტებდი.,,

დამატებულია (2010-05-28, 11:57 PM)
---------------------------------------------
შენს მკლავებზე დაიძინებს ''ანგელოზი''
და შენს ბაგეს ჩემი თრთოლვა დააკლდება.
მე შენამდე ვინ მომიშვებს გენაცვალე?
შენთან მხოლოდ ''ანგელოზი'' დაბრძანდება.
მე ვინა ვარ?! პაწაწინა სიყვარული
შენთან ტრფობა, მიჯნურობა ავიჩემე,
მაპატიე ეს სიგიჟე, ეს ძახილი
ხმამაღალი, ეს ოცნება მაპატიე!
გზად მიმავალს თუ შემხვდები უცაბედად,
სევდიანი, მოწყენილი. მაპატიე!
რადგან შენთან ''ანგელოზი'' დაბრუნდება,
მე შენამდე ვინ მომიშვებს გენაცვალე?

დამატებულია (2010-05-29, 0:06 Am)
---------------------------------------------
ღიმილი არაფერი არ ღირს, მაგრამ ბევრი მოაქვს
ამდიდრებს მათ ვინებიც ღებულობენ და არ აღარიბებს მათ ვინც მას გასცემენ
ის ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ მარადიულ მოგონებად რჩება
არავინ არ არის ისე ღარიბი რომ ღიმილს არ იმსახურებდეს
ღიმილი ოჯახებს აბედნიერებს, საქმეს აღორძინებს, მეგობრობას ახანგრძლივებს.
ღიმილი ასვენებს დაღლილს, და ამამცებს სასოწარკვეთილს
ღიმილი გავმხნევებს მოწყენილებს, ამარცხებს ნაღველს, არაჩვეულებრივი წამალია ყველა ჩვენი წუხილისა
მაგრამ ღიმილს ვერც იყიდი და ვერც მოიპარავ, მხოლოდ მაშინ აქვს ფასი როცა იძლევიან
თუ ვინმეს შეხვდებით ვინც დამსახურებულ ღიმილს არ გაჩუქებთ, იყავვით ხელგაშლილი და აჩუქეთ მას თქვენი ღიმილი!!
რადგან არავის არ სჭირდება ისე ღიმილი როგორც პიროვნებას რომელსაც არ შეუძლია აჩუქოს სხვას.

შარლ ბოდლერი

დამატებულია (2010-05-29, 0:10 Am)
---------------------------------------------
ცხოვრება ერთი წამია ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული,
ახალგაზრდას თუ მოხუცს,
შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს,
ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით,
რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა
და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის,
მოფერებისთვის,კოცნისთვის და რომ დროის უქონლობის გამო ვერ
შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანებს უკანასკნელი სურვილი.
გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყარს,
ჩუმად ჩასჩურჩულე,რაოდენ გჭირდებიან ,
როგორ ძლიერად გიყვარს ისინი და როგორ ენდობი მათ.
ფაქიზად მოეპყარი საყვარელ ადამიანებს
და დროს ნუ დაიშურებ,რომ უთხრა "ვწუხვარ" "მაპატიე" მიყვარხარ" მჭირდები"...
შესთხოვე ღმერთს მოგცეს ძალა და სიბრძნე,საკუთარი გრძნობების გამოსახატად,
უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის...
გიყვარდეს ის ვისაც უყვარხარ და გაფასებს!
და მოექეცი მათ ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ

დამატებულია (2010-05-29, 0:15 Am)
---------------------------------------------
ნურასდროს მეტყვით – რომ თვალები სულის სარკეა,
ნურასდროს მეტყვით – რომ სიტყვები გრძნობის მახეაქ,
ნურასდროს მეტყვით – სიყვარული ერთადერთია,
ნურასდროს მეტყვით – სიყვარული თავად ღმერთია,

ნურაფერს მეტყვით სიყვარულზე , ჩემთვის ერთია ,
ჩემი ფიქრები , ჩემი გული დასერილია ,
არაფერს არ გთხოვთ , აგარაფრის არ მეშინია ,
გრძნობები ჩემი ხომ საბოლოოდ გათელილია……

დამატებულია (2010-05-29, 0:16 Am)
---------------------------------------------
შენი სიცოცოცხლე, შენი ნაბიჯი

მე შემაყვარა შენმა სარკმელმა.

მე მიხარია, - შენ რომ არსებობ!

ვისი ხარ, - ეს რა ჩემი საქმეა!

შენით თენდება შენით ღამდება,

შენი ვარ, შენთან მინდა ხელახლა!

შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,

რაც მეწყინება - ისიც შენახარ

დამატებულია (2010-05-29, 0:17 Am)
---------------------------------------------
ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ არ მოგატყუოს ლამაზო ქალო,
იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს, იგი არასდროს არ შეიყვარო.
შეხედულება შენ ნუმოგხიბლავს, გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი,
ის კი არ კმარა იკაპარაკო: მე მყავს ლამაზი შეყვარებული.
ლამაზ ტანსაცმელს მდიდრულ ცხოვრებას,
შენში არასდროს ქონდეს დიდება,
სული ეძიე ადამიანში, ხორცი ბაზარშიც კი იყიდება.
ნუ გაგიტაცებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი,
მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:
"კაცია ყველა ადამიანი?

დამატებულია (2010-05-29, 0:18 Am)
---------------------------------------------
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც ეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლა და მაინც სიყვარული შეუძლია,
ვისაც სიყვარულზე წმინდა გრძნობა, არსად არასოდეს ეგულება,
ვისაც უსულგულოდ უღალატეს, მაგრამ მაინც დარცნენ ერთგულებად.
ვინც ბევრი ღამე მწარედ ფიქრში ან თამბაქოს კვამლში გაათია,
ვინც უსაზომო სიყვარული, მუჭისხელა გულში ჩაატია.
ვისაც ხვთაებრივი სახატები წვრილი კენჭებითაც აუგია
ვისაც საფიცარი სეუბღალეს, მაგრამ გულში სიავე არ გაუვლია,
ვისაც არაერთხელ დაუნგრიეს ლოცვით ნაშენები ეკლესია,
ვინც ქრისტესათვის ჯვარს ეცვა და გვირგვინს დაატარებს ეკლიანს,
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის, ვისაც მთელ ქვეყანაზე უვლია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს ვისაც შ ე ც ო დ ე ბ ა შეუძლია

დამატებულია (2010-05-29, 0:18 Am)
---------------------------------------------
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი,
რომ წამოდგომა გამიჭირდება.
არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება
სულ არავისთან არ მჩვევია.
არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს
შენზე ამაყი მე ვარ იცოდე.
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ფასი არ აქვს
ჩოქზე დამდგარ სიცოცხლეს

დამატებულია (2010-05-29, 0:18 Am)
---------------------------------------------
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .

დამატებულია (2010-05-29, 0:19 Am)
---------------------------------------------
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ისეთი იყო, აგიხსნათ როგორ,
მოგონილია მასთან ჯოკონდა...
გაქვავებული ბიჭები იდგნენ

და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი,
ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ!..
და როდის - როდის ერთმა მათგანმა,

იმ გაქვავებულ ყმაწვილებს შორის,
ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი:
ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი!...

დამატებულია (2010-05-29, 0:20 Am)
---------------------------------------------
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი.
თუ შეგიძლია შეყვარება-ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან

დამატებულია (2010-05-29, 0:21 Am)
---------------------------------------------
...ვინ ვარ?

შენი ღიმილი ვარ, შენს ბაგეზე მოთამაშე.

ვინ ვარ?

შენი ცრემლები ვარ , წამწამებზე მობარბაცე.

ვინ ვარ?

ნუთუ ვერ მიმიხვდი?!

ერთს ათასჯერ მიმეორებ.

ვინ და შენი სიცოცხლე ვარ, ყველა შენი ნაზი წამი..

მე სიკვდილსაც მიწოდებენ, ჩემით ბევრი არის მკვდარი.

მე ორივე ერთადა ვარ, თან ეკალი და თან ვარდი!

დამატებულია (2010-05-29, 0:22 Am)
---------------------------------------------
თურმე თავმდაბლობა ხშირად არ ერგება,

ქარი ჩაუდგება წისქვილს,

სამეფო გვირგვინი ყველას მოუხდება,

ვისთან იდედოფლებ ის თქვი...

როგორც წმინდა ფიქრი ღალატით შეიცვლება,,,

ფოტოს ფერს შეუცვლის ნისლი...

ისე დაძინება ყველასთან შეიძლება

ვისთან გაიღვიძებ ის თქვი...

დამატებულია (2010-05-29, 0:27 Am)
---------------------------------------------
შენ რომ ტირიფებთან ჩაიარე
ასე მომეჩვენა ნაიარევს
თავი დაგიხარეს ტირიფებმა
და შენი სილამაზე აღიარეს.

 
beso88თარიღი: შაბათი, 2010-05-29, 2:05 PM | შეტყობინება # 5
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 8
რეპუტაცია: 10000
სტატუსი: Offline
ძალიან კარგი ლექსბია მომეწონა ძალიან. გაიხარე ტულკ
 
ფორუმი » Test category » პოეზია » ყველაზე, ყველაზე, ყველაზე (ყველაზე ლამაზი ლექსები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: