* * * - 20 იანვარს 2011 - პოეზია
პარასკევი, 2016-12-09, 2:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ვისაც პოეზია უყვარს

მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » * * *
11:52 PM
* * *
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი...


ნანახია: 368 | დაამატა: beso88 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა საიტზე
შესვლის ფორმა
რა დავამატოთ?
რა დავატოთ?
Total of answers: 55
***

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საეკლესიო კალენდარ