* * *
რა მტანჯველია, მოლოდინი გულის რჩეულის
როცა ლამაზი ოცნებები დარდში იქმნება
და გეშინია, რომ არ იყო ისევ ეული
თუმცა იცი, რომ ეს შეხვედრა ბოლო იქნება
ნაკუწებად შლის მთთოლვარე გულს, ბასრი ეჭვები
და დაშანთული სული შფოთავს, სხეულს ეხლება
რომ არ მოვიდეს გლეჯას იწყებს, შლეგი ნერვები
და სანუკვარი ოცნებებიც სიკვდილს ეხლება
ო, რა ძნელია მოლოდინი იმ ერთი წამის
როდესაც წყდება სიყვარულის სიცოცხლის ნება
ფიქრი მიყვარს და მისი წაშლის დადგება წამი
ასე მგონია ესშეხვედრა ბოლო იქნება
ბოლო იქნება და დროც მოვა დამშვიდობების
მე სიყვარულის საზღვარს.., ვიცი ალბათ გადავალ
ერთხელ გაკოცებ მოგეფერები, ცრემლს დაგიმალავ
ვნებით მოვედი სენს ფიქრებში და სევდით წავალ.
revaz mumlaZe