პარასკევი, 2024-04-26, 5:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ვისაც პოეზია უყვარს

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 13 » მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალური..
8:50 PM
მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალური..
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 759 | დაამატა: beso88 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა საიტზე
შესვლის ფორმა
რა დავამატოთ?
რა დავატოთ?
Total of answers: 58
***

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საეკლესიო კალენდარ