ჩამოფერფლილა გრძნობა პირველი
სალოცავ ხატად აღარ ანთიხარ,
რატომ მეგონა თითქოს მიყვარდი
ხომ მივხვდი, თურმე არ მყვარებიხარ
და უკვე ღამით არ მესიზმრები
ოცნების ველზე აღარ დადიხარ,
შთამაგონებენ ...ბნელი ფიქრები
რომ თურმე მე, შენ, არ მყვარებიხარ
რას მივაწერო ის გაოგნება,
როცა მეგონა სიგ გულსი ზიხარ
როგორ დაიპყრე ჩემი გონება
თუკი არასდროს არ მყვარებიხარ.....
|