შაბათი, 2024-04-20, 10:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ვისაც პოეზია უყვარს

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » ვიცი შეგრცვება
9:50 AM
ვიცი შეგრცვება
* * *
 ვიცი,რომ შეგრცხვება-თვალებში ჩამხედე,
ღმერთმა ქნას,მოგეცეს შვება და შენდობა,
ისედი ცუდი ხარ,ისეთი თავხედი,

რომ გულში ტკივილის კოშკები შენდება.

ვიცილებთ მთვარეებს,გავწყვიტეთ ხუნდები,
და ვითვლით ფურცელზე მიმოყრილ სტრიქონებს,
ვიღლებით,ვღონდებით,და როცა ვდუნდებით
მაინც იმ გარდასულ გაზაფხულს ვიგონებთ,

როცა მზე ხატავდა ბუნებას ღიმილით
და როცა სიცოცხლე გაყიდეს უჩვენოდ...
მხარზე გაუდია ბავშვს ზეცა ტირივით
და ტერფებს თემშარას დროდადრო უჩვენებს.

არც დედა,არც მამა ჩემთან,არც უფალი,
შენ უნდა გრცხვენოდეს რაც მოხდა,რაც იყო
(ათრიე ბოლომდე ეგ მძიმე გუთანი)-
დადგმული შოუა,თან უფრო საცირკო.

დავკეტე სეიფი და ძველი განჯინა,
ოჯახურ სითბოსაც ადვილად ველევი-
როცა კარს ხურავენ,გავდივარ ფანჯრიდან,
და გული თან მიმაქვს დაღლილი ხელებით.


დიდი მადლობა, ლექსის მოწოდებისათვის თამუნას. :*:*:*
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 560 | დაამატა: beso88 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა საიტზე
შესვლის ფორმა
რა დავამატოთ?
რა დავატოთ?
Total of answers: 58
***

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საეკლესიო კალენდარ