ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა, რომ ამ სილამაზის უკვე მეშინია, და თუ დღემდე მუდამ შენზე ვუყვებოდი,– მთვარე ამიტომაც ჭკუიდან შეშლილია! ისე სათუთია შენი ყვავილები, რომ ამ სისათუთემ ძლიერ დამაბნია, ნუთუ ასე გვესმის ერთმანეთის, თუ ხუმრობ შენებურად? – ვეღარ გამიგია! ისე მეტყველია შენი გამოხედვა, – ამას კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტან, თუ კი შენს ლოდინში ცრემლი დამიღვრია, – შენი გაღიმებით უკვე ბათილია! ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა... მსურს ამ სილამაზით სუნთქვა გავაგრძელო... ისე მიხარია შენი არსებობა, – რომც არ შეგიყვარდე, – ღმერთმა გადღეგრძელოს!..