წარსულს მიამბობს მუხა ბებერი
და მთვარის შუქი გაწვა ნებივრად.
შენს ღვთიურ ბაგეს მე ოცნებებით
ჯერ არასოდეს არ შევხებივარ.
იისფერ ჩადრში – შუბლი ფერმკრთალი.
ისევ ჩემთან ხარ, ჩუმი, სნეული.
ხსოვნა ხელების, ნაზად ნათალის
თითებს მითრთოლებს ანაზდეულად.
დუმილში მძიმე გავლიე წლები.
შეხვედრის ჟინი ვით არ მახსოვდეს
და რახანია პასუხსაც ვხვდები:
ეს, მე მიყვარხარ. შენ – არასოდეს
|