მაპატიე თუ სათქმელი ვერ გითხარი,
სულში გრძნობა დავხუთე და დავატიე,
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ მაგრამ მაინც,
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე....
მაპატიე დაბნეული თვალები და
გაზაფხულზე არ გაუწყრე ია-იებს,
მაპატიე მოპარული წამები და
დაზაფრული ოცნებები მაპატიე....
მაპატიე თუ ამ წუთში შენზე ვფიქრობ,
და ეს ღამე მარტო, თეთრად გავათიე,
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები და
ეხლანდელი სიყვარული მაპატიე....
მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები,
ეს ლამაზი მონატრებაც მაპატიე..