*** ჩიტს მოეწყინა უკიდეგანო, უსასრულო სივრცეში ფრენა და ჩემს პატარა, ჩემს გამოკეტილ, მყუდრო გალიას შემოეფარა... რა უნდა მექნა! მე გავაღე გალიის კარი, მერე დავლეწე სულაც გალია... ის კი ზის ისევ სულის სარკმელთან და გამუდმებით რაღაც შორეულ, რაღაც იდუმალ, უცხო სიმღერას მეჭიკჭიკება.